Thursday, January 24, 2013

მოდური ბლოგი

ჩემს ბლოგში მინდა წარმოგიდგინოთ სხვადასხვა აქსესუარები,სამოსი,ცნობილი ბრენდები და მათი შემქმნელი დიზაინერები,ავტომობილები, 2013 წლის მოდის ტენდენციები და ა.შ.

  მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე...

რა არის მოდა?

ყველაზე დიდ გავლენას ჩვენზე მომღერლები, მსახიობები და ტელე შოუს წამყვანები ახდენენ. Ray-Ban-ის ფირმამ, ფილმი ”Men In Black” -ის მერე, იმაზე მეტი სათვალე გაყიდა, რასაც საშუალოდ ყოველ წელს ყიდიდა.

მოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესშია ჩართული. ყოველდღე მილიონობით ადამიანი მუშაობს დიზაინზე, კერვაზე, ქსოვაზე და ა.შ.

მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება.
მოდა არის საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში.
ჰიპ-ჰოპის სტილს ვარჩევთ, თუ გლამურულ სტილს, მაინც ქამელეონი სახლობს ჩვენში.

ჩვენი სტილი და მოდურობა გამოიხატება ჩვენს ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, თმის ვარცხნილობაში, მაკიაჟში და ნივთებში რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ.

დღესდღეობით უამრავი ცნობილი ბრენდი არსებობს,რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ რეკლამას.ეს კი კომპანიაზე დადებითად მოქმედებს
მოდა ყველაზე დიდი თავისუფლებაა რომელიც იქმნება ყველაზე დიდი შეზღუდვებით.

1 comment:

  1. Best Baccarat in Australia: Best online roulette games, top
    Baccarat is 인카지노 the most popular game in febcasino the gambling industry. 카지노 Baccarat is a popular game in many different ways.

    ReplyDelete